>@Dusan Ondrejicka/EIB
  • 12 მილიონი ადამიანი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით და კანალიზაციით
  • 158 000 ოჯახი ისარგებლებს უწყვეტი ელექტრომომარაგებით
  • შეიქმნება 370 000 სამუშაო ადგილი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში,  მიკროსაწარმოებში და საშუალო კაპიტალის მქონე კომპანიებში.
  • საქართველოს და EIB-ის შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მომერანდუმი რათა გაადვილდეს საჯარო პროექტების განვითარება

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა (EaP) და ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ლიდერები, ასევე ევროკავშირის სახვადასხვა ინსტიტუციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ დღეს ბათუმში (საქართველოში) ამ ინიციატივის ფარგლებში მიღწეული წარმატებული შედეგების განსახილველად. მათ ასევე იმსჯელეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრები დაიგეგმა ბათუმის რიგით მეთექვსმეტე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ეძღვნება აღმოსავლეთ პარტნიორობის იუბილეს და მიზნად ისახავს იმ სამოქმედო გეგმების განსაზღვრას, რომელიც უზრუნველყოფს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უფრო მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან.

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე პრეზიდენტმა, ბატონმა ვაზილ ჰუდაკმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონ დავით ზალკალიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რითიც საქართველომ და EIB იმ დააფიქსირეს მჭიდრო თანამშრომლობა და მომავალში ხელი შუწყონ საჯარო სექტორში პროექტების განხორციელებას, მემორანდუმი წარმოადგენს ჩარჩოს რათა გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობა 2019 წლიდან 2024 წლამდე განსახორციბელი პროექტების ფარგლებში. ამ პროგრამისათვის საქართველოსთვის EIB სესხების მოცულობა შეადგენს EUR1.3bn

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), წარმოდგენილი ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ვაზილ ჰუდაკის მიერ, აფინანსებს ისეთ პროექტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდოვას რესპუბლიკასა და უკრაინაში - რომლებიც ამავდროულად, მნიშვნელოვნად საინტერესოა ევროკავშირისათვის. დახმარება ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებთან და ასევე ევროკავშირის პარტნიორ ინსტიტუტებთან ერთობლივად ევროკავშირის ფინანსური გარანტიის მხარდაჭერით.

სოციალური ეკონომიკური ინფრასტრუქტურა, კერძო სექტორის განვითარება და კლიმატის ცვლილებების მიმართ მდგრადობის გაძლიერება წარმოადგენს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დასაფინანსებელ ძირითად სექტორებს რეგიონში. პროექტების მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტაბილიზაცია და მოდერნიზაცია და ევროკავშირთან მათი  თანამშრომლობის გაძლიერება.

 „ევროპაში ყველას უნდა გააჩნდეს ინტერესი და სურვილი დაინახოს  თუ როგორ ვითარდებიან ჩვენი პარტინორი ქვეყნები აღმოსავლეთში “, განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა. „ევროპის საინვესტიციო ბანკი გარე დაფინანსების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა ამ რეგიონში. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ განვახორვიელეთ 8.8 მილიარდი ევროს ინვესტიცია, რომელიც მოხმარდება 100 მდე პროექტის დაფინანსებას, როგორც საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის გაძლიერების, ასევე კერძო ბიზნესის განვითარების კუთხით. ჩვენ უკვე ვხედავთ ამ პროექტების პოზიტიურ  შედეგებს რეგიონში ადამიანთა ცხოვრების სტანდარტების ამაღლებისა და მათი ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ შედეგებს ვიხილავთ.!“

საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აღნიშნავს: „ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო საქართველოში წყალმომარაგებისა და გზების ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების კუთხით. ამჟამად, ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით ხორციელდება ქუთაისის წყლის გასუფთავების მექანიკური ქარხნის მშენებლობა, ასევე, რიკოთზე შემოვლითი გზის, სამტრედია-გრიგოლეთისა და გრიგოლეთი-ჩოლოკის საგზაო მონაკვეთების მშენებლობა. მინდა მადლობა ვუთხრა ევროპის საინვესტიციო ბანკის მთელ გუნდს და კერძოდ, ბატონ ჰუდაკს მათი  მუდმივი მხარდაჭერისათვის საქართველოს განვითარების საქმეში“.

კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში განაცხადა: „ის მრავალი შესაძლებლობა, რაც დაფინანსების თვალსაზრისით ევროპის საინვესტიციო ბანკს გააჩნია, ევროკავშირის მიერ საქართველოსა და რეგიონისთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშნელოვანი ნაწილია. ასევე, თვალსაჩინოა, საქართველოში წყლის ინფრასტრუქტურისა და გზების მოწყობის, აგრეთვე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული მსხვილი ინვესტიციები, რომლებიც დადებით ზეგავლენას ახდენს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი დაიგეგმება და განხორციელდება მომდევნო ათი წლის განმავლობაში.

ევროპის საინვესტიციო ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდის (EPTATF) წევრებმა მოიწვიეს კომიტეტის სხდომა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში. მათ განიხილეს და მხარი დაუჭირეს 2.1 მილიონი ევროს ოდენობის სამ ახალ ტექნიკური დახმარების პროექტს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონში. ასევე, იმსჯელეს სატრასტო ფონდის სამომავლო სტრატეგიული პრიორიტეტების შესახებ. სატრასტო ფონდის დონორები და რამოდენიმე დამკვირვებელი უშუალოდ ეწვია იმ პროექტებს ადგილზე საქართველოში, რომლებმაც ისარგებლეს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით და ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდის მხარდაჭერით რეგიონში.

ქრისტოფერ კუნმა, EPTATF-ის თავჯდომარემ განაცხადა: ევროპის საინვესტიციო ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდი (EPTATF) შექმნის დღიდან, კერძოდ 2010 წლიდან, ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკურ მდგრადობას და ქვეყანათა შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ჩვენმა დონორებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ფონდის წარმატების საქმეში. სწორედ, მათი მხადაჭერისა და ფონდთან (EPTATF) მუდმივი თანამშრომლობით წყალობით, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ სამომავლოდ კიდევ შევძლებთ მეტი ტექნიკური დახმარების გაწევას და რეგიონალური განვითარების ხელშეწყობას.“

ევროპის საინვესტიციო ბანკის აქტივობები აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარი  პრიორიტეტების შესაბამისად:

უფრო ძლიერი ეკონომიკა

ბოლო ათწლეულის მანძილზე, ევროპის საინვესტიციო ბანკმა ხელი შეუწყო უფრო ძლიერი და დივერსიფიცირებული ეკონომიკის განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ბანკი აქტიურად მხარს უჭერდა როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას,  ინვესტიციების მოზიდვას და სამუშაო ადგილების შექმნას ახალ სექტორებში, ასევე სავაჭრო შესაძლებლობების ზრდას. 2009 წელს, ბანკმა 2.7 მილიარდი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზი და გარანტიები გასცა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.

უფრო მტკიცე კავშირები

ტრანსპორტი ქვეყნის ზრდისა და კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის კავშირების გაუმჯობესებას, იქნება ეს რკინიგზა, გზების მშენებლობა თუ წყლით გადაადგილება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა 25 სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის საერთო ღირებულებაა 3.1. მილიარდი ევრო.

ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს ენერგო ეფექტურობის პროექტებს, რაც ზრდის ენერგო-მდგრადობას და ენერგო მომარაგების უსაფრთხოებას და ასევე, ხელს უწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას სათბური გაზის ემისიის შემცირების მიზნით. ჩვენი ინვესტიციები მიზნად ისახავს არა მხოლოდ ენერგო ქსელის გაფართოებას, რომელიც უზრუნველყოფს ინტეგრირებული და მდგრადი ენერგო ბაზრის შექმნას მთელს ევროპაში, არამედ ენერგიის უფრო ეფექტურ გამოყენებას, რაც თავის მხრივ, შეამცირებს სითბური აირების ემისიის საშიშროებას და ენერგო ხარჯებს.

ევრობანკის დახმარებით მოსახლეობისთვის გაუმჯობესდა წყალმომარაგებისა და ნარჩენი წყლის მომსახურების ხარისხი, რაც ხელს უწყობს, როგორც ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციების დაცვას, ასევე ადგილობივი გარემოს გაუმჯობესებას. 2009 წლიდან ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა რამოდენიმე წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პროექტი რეგიონში, რომლის საერთო ღირებულებაა 572 მილიონი ევრო. 

უფრო ძლიერი მმართველობა, ინსტსტიტუტები და მდგრადობა

ევროპის საინვესტიციო ბანკი ეხმაურება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ძალისხმევას გააუმჯობეს ქვეყანათა მდგრადობა კრიზისების და დარტყმების მიმართ ძლიერი განვითარების ფონზე. ბანკი აფინანსებს პროექტებს, რომელთა მიზანია მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, ძირითადი ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება, ადგილობრივი მოსახლეობის და იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. უკრაინაში ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება ქვეყნის რეაბილიტაცია, წამყვანი სამსახურების და ძირითადი ინფრასტრუქტურის აღდგენა, რაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში  მომხდარი კონფლიქტების შედეგად დაზიანდა.

უფრო ძლიერი საზოგადოება

ევროპის საინვესტიციო ბანკი, ასევე აფინანსებს საგანმანათლებლო პროექტებს. კარგი უმაღლესი და საზოგადოებრივი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა აუმჯობესებს სწავლებისა და შესწავლის გარემოს და ავითარებს კვლევებისა და ინოვაციური მეთოდების დანერგვას. განათლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის შესაქმნელად, რაც თავის მხრივ, შემოსავლების, პროდუქტიულობისა და დასაქმების ზრდის  საწინდარია. ჩვენი პროექტები ეხმარება მოდერნიზაციის სტანდარტების დაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან. საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ოდენობა შეადგენს 1.8.მილიარდ ევროს. აქედან, 50 მილიონი ევროს სესხი გაცემულია ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტებისთვის, რომლითაც ხორციელდება 2015 წელს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად განადგურებული ქალაქისა და მიდებარე ტერიტორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს პროექტი დაეხმარება ძირითადი სერვისების აღდგენას, წამყვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების განახლებას და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას.

>@EIB
>@EIB